საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები ორ ამხანაგურ შეხვედრას ჩაატარებს
საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები ორ ამხანაგურ შეხვედრას ჩაატარებს. ავთანდილ ასათიანის მომზადებული გუნდის მეტოქე მოლდოვის ნაკრები იქნება. თამაშამდე კი ჩვენი ქვეყნის გუნდმა ღია ვარჯიში გამართა, სადაც გაირკვა, რომ საქართველო ტესტ მატჩებისთვის ლეგიონერების გარეშე, საქართველოს ფუტსალის ლიგაში მოთამაშე ფეხბურთელებით ემზადება. საქართველოსა და მოლდოვის პირველი შეხვედრა დღეს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში, 18:00 საათზე დაიწყება.
