ბიძინა ივანიშვილის სამართლებრივმა მრჩევლებმა განცხადება გამოაქვეყნეს
ბიძინა ივანიშვილის სამართლებრივმა მრჩევლებმა განცხადება გამოაქვეყნეს, რომელიც „კრედიტ სუისს-ის“ მენეჯმენტის ქმედებათა აღმწერი სტატიის საერთაშორისო მედიაში გამოქვეყნებაზე უარის შესახებ ინფორმაციას მოიცავს. საზოგადოებას სთავაზობენ იმ ტექსტსაც, რომელიც მედიამ დაბლოკა და, ფაქტობრივად, ცენზურას დაუქვემდებარა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ როდესაც იყო კრიტიკა ბანკის დარღვევის შესახებ, მედიას დისკომფორტი არ ჰქონდა, ხოლო როდესაც საქმე შეეხო პირთა ვიწრო წრეს- ბანკის მენეჯმენტს, მედიის კარი დაიხურა.
