თურქეთში, ქართველი მაშველები მთელი ღამის გამავლობაში უწყვეტ რეჟიმში მუშაობდნენ
თურქეთში, ქართველი მაშველები მთელი ღამის გამავლობაში უწყვეტ რეჟიმში მუშაობდნენ. მათ ქალაქ ადიამანში, მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო სამაშველო ღონისძიების დროს ნანგრევებიდან ახალგაზრდა ქალი ამოიყვანეს, რომელიც სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი. ადგილზე მოწყობილია საველე ბანაკი და ქართველი მეხანძრე-მაშველებს ადიამანის გუბერნიაში მოქმედ ოპერატიული მართვის ცენტრთან მჭიდრო კოორდინაცია აქვთ