პრემიერის გაფრთხილება იმპორტიორებს - სურსათზე ფასებმა უნდა დაიკლოს
მთავრობის ეკონომიკური გუნდი ძირითადი სასურსათო პროდუქტების ფასების მონიტორინგს იწყებს. გაზრდილი ფასები მოსახლეობისთვის გამოწვევაა. არსებობს ეჭვი, რომ ზოგიერთ სექტორში ღირებულება ხელოვნურად არის გაზრდილი და ფასნამატი პროდუქციაზე თითქმის 100-ს პროცენტს შეადგენს. გადაიხედოს ფასები - მთავრობის მეთაურმა კონკრეტული დავალებები უკვე გასცა. დარგის ექსპერტების შეფასებით, ქვეყნის ორნიშნა ეკონომიკური ზრდის ფონზე, ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივა დროული და მნშვნელოვანია. კონკურენციის სააგენტომ მოკვლევა უკვე დაიწყო.
სიუჟეტის ავტორი: ლევან მორჩიაშვილი-68-deleted-11
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
