ძებნილი ზურაბ ადეიშვილის ყოფილი მოადგილე ნონა წოწორია საქართველოს მოსახლეობას „ბრბოდ“ მოიხსენიებს
ძებნილი ზურაბ ადეიშვილის ყოფილი მოადგილე, ნონა წოწორია, საქართველოს მოსახლეობას „ბრბოდ“ მოიხსენიებს. „ნამდვილად დამნაშავეა მესამე პრეზიდენტი, რომ ადამიანების რაღაც ჯგუფს, ბრბოსგან სახელმწიფოს შექმნის იდეა დაგვაჯერა“ - ეს არის ციტატა მისი ფეისბუკ სტატუსიდან. სიტყვა „ბრბო“, რომელსაც წოწორია ქართველი ხალხის მისამართით იყენებს, პატიმარი პაციენტის დასაცავად დასჭირდა. ეს ის ნონა წოწორიაა, რომელიც წლების წინ, ადამიანის უფლებებს სტრასბურგის ევროპულ სასამართლოში იცავდა, ახლა კი მოლდოვაში, მოსამართლეთა შერჩევის პროცესში მონაწილეობს, როგორც საერთაშორისო ექსპერტი. არაეთიკური და სამარცხვინო - განცხადება უკვე შეფასდა პოლიტიკურ სპექტრში.
სიუჟეტის ავტორი: ლევან ფოჩხუა
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
