ირაკლი ღარიბაშვილი ტოივო კლარკს შეხვდა
ირაკლი ღარიბაშვილმა სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელთან, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარე ტოივო კლაართან, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება განიხილა. ამავე შეხვედრაზე იმყოფებოდნენ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში გაეროსა და ეუთოს წარმომადგენლებიც. აღინიშნა, კონფლიქტების მშვიდობიანი გზებით გადაჭრის მნიშვნელობა. ამ კონტექსტში ხაზი გაესვა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატში ქმედით შედეგებს და გალის ინციდენტების პრევენციასთან და მათზე რეაგირების მექანიზმთან დაკავშირებით შეხვედრების განახლების აუცილებლობას.
