შეხვედრა ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებთან
საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა შეხვედრა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებთან ევროკავშირის, გაეროსა და ეუთოს მხრიდან. შეხვედრაზე ხაზი გაესვა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების, როგორც ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების, რუსეთის მიერ შესრულების საკითხზე, საერთაშორისო ორგანიზაციების მონაწილეობით, საქართველოსა და რუსეთს შორის მოლაპარაკებების ერთადერთი პლატფორმის შეუფერხებელი და ეფექტიანი ფუნქციონირების მნიშვნელობას.
