ალბანეთის პოლიციისა და ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დაკავებულია საქართველოს მოქალაქე, ე.წ. კანონიერი ქურდი , მინდია გორაძე, იგივე ლავასოღლი
ალბანეთის პოლიციისა და ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დაკავებულია საქართველოს მოქალაქე, ე.წ. კანონიერი ქურდი , მინდია გორაძე , იგივე ლავასოღლი. 42 წლის ლავასოღლი ტირანაში, უკრაინელი მოქალაქის ყალბი პასპორტით, სხვა სახელითა და გვარით ცხოვრობდა. ლავასოღლის დაკავება ალბანეთში ჩატარებული სპეცოპერაციის ფარგლებში მოხდა.
