ირაკლი ღარიბაშვილი ტოივო კლარკს შეხვდა
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეს ტოივო კლაარს შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო რეგიონსა და მსოფლიოში არსებულ უსაფრთხოების გარემოსა და გამოწვევებს. ირაკლი ღარიბაშვილმა ტოივო კლაართან, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება განიხილა .
