კინოთეატრ „კავეაში“ პროექტის „თეატრალური საგანძური“ პრეზენტაცია გაიმართა
კინოთეატრ „კავეაში“ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერილი პროექტის, „თეატრალური საგანძურის“, პრეზენტაცია გაიმართა. სამინისტროს ინიციატივით, ღონისძიება დიდი ქართველი რეჟისორის, თეატრის მკვლევრის, პედაგოგის, კინომსახიობთა თეატრის დამაარსებლის, მიხეილ თუმანიშვილის, დაბადების დღეზე ჩატარდა და მას კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი, თბილისისა და რეგიონების სახელმწიფო, მუნიციპალური და კერძო თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელები, რეჟისორები, თეატრის კრიტიკოსები და კულტურის სფეროს სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
