„ბრითიშ პეტროლიუმს“ რეკორდული მოგება აქვს
„ბრითიშ პეტროლიუმს“ რეკორდული მოგება აქვს. ბრიტანული ენერგო გიგანტის წლიური მოგება გაორმაგდა და 27,76 მილიარდი დოლარი შეადგინა. გასული წლის მაჩვენებელი კი, 12,8 მილიარდი დოლარი იყო. როგორც „ბიბისი“ იუწყება, ბრიტანულ კომპანიას მოგება მას შემდეგ გაუორმაგდა, რაც უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, ნავთობისა და ბუნებრივი აირის ფასებმა მოიმატა.
