ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის შერჩევა
მთავრობის ადმინისტრაციაში, ანტიკორუფციული ბიუროს უფროსობის კანდიდატთა შესარჩევი საკონკურსო კომისიის სხდომაზე, შერჩეულ კანდიდატებთან გასაუბრება გაიმართა. ანტიკორუფციული ბიუროს უფროსობის 8 მსურველმა დააკმაყოფილა კანონით და დებულებით განსაზღვრული მოთხოვნები. ესენი არიან ზურაბ აზნაურაშვილი, დავით ახალაური, ალექსანდრე კობაიძე, რაჟდენ კუპრაშვილი, ელგუჯა მაკალათია, ბადრი ნიაური, მალხაზ რაშოიანი, ვაჟა ჯანყარაშვილი. ამ კანდიდატებიდან ერთ-ერთს, 1 კვირის ვადაში პრემიერ-მინისტრი ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის თანამდებობაზე, დანიშნავს ან მოტივირებულ უარს იტყვის.
