ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება . სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებების ფარგლებში, პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, გამოყოფილია 2 500 000 ლარი . ჯამში დახმარება 384 ოჯახს გაეწევა. ოთხდღიანმა ძლიერმა ქარმა კერძო სახლები, საბავშვო ბაღები, სკოლები და ადმინისტრაციული შენობები დააზიანა.
