თურქული პრესა საქართველოს მიერ გაწეული დახმარების შესახებ წერს
საინფორმაციო სააგენტო „ანადოლუ“ იუწყება, რომ საქართველოს მთავრობის განკარგულებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ თურქეთში სამაშველო სამსახურის 60 თანამშრომელი გაგზავნა. სამძებრო - სამაშველო ოპერაციაში ჩართულნი არიან გაწვრთნილი ძაღლებიც . საინფრომაციო სააგენტო აღნიშნავს, რომ საქართველომ თურქეთში ოპერაციის ჩასატარებლად საჭირო აღჭურვილობაც გაგზავნა. გამოცემა „იენიჰაბერი“ და „იჰა“ კი იუწყებიან, რომ მიწისძვრის შედეგებთან გასამკლავებლად მეგობარმა და მოკავშირე ქვეყნებმა თურქეთს დახმარების ხელი გაუწოდეს. მათ შორისაა საქართველო. გამოცემებში აღნიშნულია, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინსტრუქციით, თურქეთში ქართული სამძებრო-სამაშველო ჯგუფი გაიგზავნა.
