2024 წელს პარლამენტის არჩევნებში ამომრჩეველთა თითქმის 90% კენჭისყრაში მონაწილეობას ელექტრონულად მიიღებს
იმ საარჩევნო უბნებზე კი, სადაც ტექნოლოგიები არ იქნება გამოყენებული,ბიულეტენები გაციფრულდება. ცესკოს ამ გადაწყვეტილებით საარჩევნო ადმინისტრაცია საშუალებას აძლევს საარჩევნო პროცესში ჩართულ ყველა მხარეს დაიწყოს 2024 წლის არჩევნებისთვის მზადება.
