,,ხელოვნება ყველასთვის’’ - ამ სახელწოდებით, თბილისის 126-ე სკოლაში, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებთან შეხვედრა გაიმართა
,,ხელოვნება ყველასთვის’’ - ამ სახელწოდებით, თბილისის 126-ე სკოლაში, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებთან შეხვედრა გაიმართა, სადაც განიხილეს ხელოვნებისა და შემოქმედებითი აქტივობის მნიშვნელობა შშმ ბავშვების ყოველდღიურ ყოფაში, თუ რამდენად მნიშვნელოვანია სახელოვნებო მუხტი ბავშვების სოციალიზაციის პროცესში და ასევე მუსიკის როლი მათი ფსიქოლიგიური ბალანსისთვის. ღონისძიება პარლამენტის კულტურის კომიტეტის ინიციატივით და გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით გიმართა და მას პარლამენტის წევრები და გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენლები დაესწრნენ.
