ვითარება უკრაინაში
უკრაინაში რუსული აგრესია გრძელდება. ვრცელდება ცნობები, რომ საოკუპაციო ძალებმა ბახმუტის ერთი მესამედი დაიკავეს და ვითარება დონეცკის ოლქის ამ მიმართულებით დამძიმდა. ოკუპანტების წინააღმდეგ ბახმუტის მიმართულებით, აზოვის ბატალიონის შემტევი დანაყოფი გადაისროლეს. რეგიონში შექმნილ ვითარებას უკრაინის პრეზიდენტი ღამის ტრადიციული მიმართვისას გამოეხმაურა. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ოკუპანტების მხრიდან, ბახმუტის ალყაში მოქცევის მცდელობას, უკრაინის ძალები წინააღმდეგობას უწევენ.
