სოსო გიორგაძის ვიზიტი აშშ-ში
შტატებში საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის თავმჯდომარის სამუშაო ვიზიტი დაიწყო. სოსო გიორგაძე მონაწილეობას მიიღებს ამერიკის საპატენტო უწყების მიერ ორგანიზებულ ადმინისტრაციულ პროგრამაში , რომლის ფარგლებშიც დაგეგმილია ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული უწყებების ფუნქცია-მოვალეობების, ბიუჯეტის ფორმირებისა და საქმიანობის სტრატეგიული დაგეგმვის საკითხების განხილვა.
