ვითარება თურქეთსა და სირიაში
თურქეთი და სირია მსოფლიოს ყურადღების ცენტრშია. მეზობელი და მოკავშირე ქვეყნები დახმარებას გზავნიან. სამწუხაროდ იზრდება დაღუპულთა რაოდენობა . თურქეთი სულ მცირე , 3 ათასამდე გარდაცვლილსა და 15 800 -ზე მეტ დაშავებულს ითვლის. უწყვეტი სამაშველო ოპერაციის შედეგად, მაშველებმა ნანგრევებიდან 8 ათასზე მეტი ადამიანის ცოცხლად ამოყვანა შეძლეს. სირიაში კი დაღუპულთა რაოდენობა ამ დროისთვის, 1400 აღემატება. მიწასთან გასწორებულ პროვინციებში სამაშველო სამუშაოები გრზელდება.
