ანტიკორუფციული ბიუროს უფროსობის კანდიდატების შესარჩევი საკონკურსო კომისიის სხდომაზე კანდიდატებთან გასაუბრება გაიმართა
ანტიკორუფციული ბიუროს უფროსობის კანდიდატების შესარჩევი საკონკურსო კომისიის სხდომაზე კანდიდატებთან გასაუბრება გაიმართა. 8 კანდიდატიდან კომისიამ სამი, ზურაბი აზნაურაშვილი, რაჟდენი კუპრაშვილი და ელგუჯა მაკალათია შეარჩია. სამივე მათგანის კანდიდატურა საქართველოს პრემიერ-მინისტრს წარედგინება. წარდგენიდან ერთი კვირის ვადაში კი ამ კანდიდატთაგან ერთ-ერთი ბიუროს უფროსის თანამდებობაზე უნდა დაინიშნოს ან მთავრობის მეთაურმა მოტივირებული უარი უნდა თქვას.
