პოლიტიკური რეალობის გამყალბებლები
იმ ფონზე, რომელიც კლანების ბრძოლისას გამოავლინეს და რაც პარტიაში ახლა ხდება, ნაციონალური მოძრაობა საარჩევნო დემოკრატიის შესახებ ამბავს იგონებს. წაგებული არჩევნები და მარცხი, რომელსაც 10 წლის შემდეგაც ვერ აღიარებენ- ძალაუფლებისთვის მუდმივად მებრძოლებმა ხელისუფლებაზე საკუთარი ნებით უარის თქმად წარმოაჩინეს. გამყალბებლებისაგან რეალობის გაყალბების მცდელობა მამუკა მდინარაძემ გაშიფრა. „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნისათვის ღიმილის მომგვრელია საარცევნო დემოკრატიაზე საუბარი და იმის მტკიცება, რომ ის დათმეს, რის დათმობაც იძულებით მოუხდათ.
სიუჟეტის ავტორი: მეგი ნარსავიძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
