ურბანული განახლების პროექტი 10 რეგიონში
აქტიურად ვმუშაობთ აეროპორტის პროექტზე, რომელიც 500 მლნ დოლარის ინვესტიციას გულისხმობს, წელსვე გვინდა ანაკლიის პორტის მშენებლობის დაწყებაც და ვმუშაობთ ხუდონის პროექტის მოდიფიცირებაზე - ამ განცხადებას, პრემიერ მინისტრი, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აკეთებს. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, მსხვილი პროექტების განხორციელება მთავრობის თანამონაწილეობით იგეგმება. მისივე თქმით, მთავრობას აქვს ინიციატივა, რომ წელს დაიწყოს 10 ქალაქსა და 10 რეგიონში მსხვილი ურბანული განახლების პროექტი, რაც გულისხმობს მსხვილი ქალაქების სრულ რეაბილიტაციას. მთავრობის მეთაურის თქმით, შერჩეულია ტურისტებისთვის ყველაზე მეტად პოპულარული ადგილები.
