ეკონომიკური ზრდა
ჩვენმა მთავრობამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ქვეყანაშია მშვიდობა, სტაბილურობა, მაღალი ეკონომიკური ზრდა, უმუშევრობა და სიღარიბე არის ისტორიულ მინიმუმზე დასული - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, ბოლო ორ წელიწადში შეიქმნა 220 - ი ათასი სამუშაო ადგილი, ლარის კურსი არის სტაბილური და მთავრობას აქვს ძალიან ბევრი მასშტაბური პროექტი დაგეგმილი, რომელიც წელს უნდა განხორციელდეს.
