სურსათის ფასის მონიტორინგი
ახლა კი მთავრობის სხდომის დეტალები, სადაც ირაკლი ღარიბაშვილმა, სხვა მნიშვნელოვან თემებთან ერთად, პროდუქტის გაზრდილ ფასებზეც ისაუბრა და ეკონომიკის, ფინანსთა და სოფლის მეურნეობის მინისტრებს დავალება მისცა, დაიბარონ სურსათის ყველა მსხვილი იმპორტიორი და მოახდინონ გაზრდილ ფასებზე რეაგირება. 2 კვირაში მაგიდაზე უნდა მქონდეს სრული სურათი გამოსავლის გზებით - განაცხადა დღეს მთავრობის მეთაურმა. ღარიბაშვილის შეფასებით, „ხალხის ხარჯზე ასეთი გამდიდრება არ შეიძლება - ეს არის არასწორი საქციელი“.
