ისრაელის ყოფილი პრემიერ-მინისტრის განცხადებით, 2022 წლის მარტში უკრაინასა და რუსეთს შორის გამართული მოლაპარაკებები დასავლელმა ლიდერებმა დაბლოკეს
ისრაელის ყოფილი პრემიერ-მინისტრის განცხადებით, 2022 წლის მარტში უკრაინასა და რუსეთს შორის გამართული მოლაპარაკებები დასავლელმა ლიდერებმა დაბლოკეს. ნაფტალი ბენეტმა ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნა, რომ მოლაპარაკებებში აქტიურად მონაწილეობდა და დასავლელ ლიდერებთან მჭიდრო კომუნიკაცია ჰქონდა. ისრაელის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ მოლაპარაკებებზე კარგი შანსები არსებობდა, თუმცა დასავლეთმა ის დაბლოკა, რადგან პუტინის განადგურება სურდა.
