ქართველი ძიუდოისტი ტატო გრიგალაშვილი პარიზის გრანდ სლემის გამარჯვებულია
ქართველი ძიუდოისტი ტატო გრიგალაშვილი პარიზის გრანდ სლემის გამარჯვებულია. 23 წლის სპორტსმენმა გადამწყვეტ შეხვედრაში გერმანელი ტიმო კაველიუსი იპონით დაამარცხა და ეს ტურნირი კარიერაში პირველად მოიგო. გრანდ სლემზე ოქროს მედალი კიდევ ერთმა ქართველმა ძიუდოისტმა ლაშა შავდათუაშვილმა მოიპოვა, ლუკა მაისურაძე კი ბრინჯაოს პრიზიორი გახდა. ვაჟთა შორის საერთო გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ნაკრები პირველ ადგილზე გავიდა. ტურნირის პარალელურად, პარიზში 2022 წლის ლაურეატები გამოავლინეს და წლის საუკეთესო ძიუდოისტად საერთაშორისო ფედერაციამ ტატო გრიგალაშვილი აღიარა. საუკეთესო მწვრთნელი ლაშა გუჯეჯიანი გახდა, საუკეთესო იპონის შემსრულებლად კი ბექა ღვინიაშვილი დასახელდა.
