საქველმოქმედო აუქციონი
ხელოვანები და საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანები ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე 22 წლამდე ახალგაზრდების მხარდასაჭერად შექმნილი „სოლიდარობის ფონდის“ ირგვლივ გაერთიანდნენ. თბილისის არტ გალერეა „ნობლესში“ მხატვარმა გია გუგუშვილმა საზოგადოებისთვის ცნობილ ადამიანებს ხატვის მასტერკლასი ჩაუტარა და ნამუშევრების შექმნაში დაეხმარება. ნამუშევრები „სოლიდარობის ფონდის“ მიერ დაგეგმილ აუქციონზე გაიყიდება. ნახატებიდან შემოსული თანხა ონკოლოგიური დაავადების მქონე ბავშვებისა და 22 წლამდე ახალგაზრდების მკურნალობას სრულად მოხმარდება.
