დღეიდან ევროპაში რუსული ნავთობპროდუქტების, მათ შორის ბენზინის, დიზელის, ნავთისა და მაზუთის იმპორტი იკრძალება
დღეიდან ევროპაში რუსული ნავთობპროდუქტების, მათ შორის ბენზინის, დიზელის, ნავთისა და მაზუთის იმპორტი იკრძალება. შეზღუდვა ევროკავშირის მიერ ჯერ კიდევ ივნისში დამტკიცებული სანქციების საფუძველზე ამოქმედდა. ევროკავშირმა 2022 წლის 3 ივნისს დაამტკიცა ევროკავშირში რუსული ნავთობის ზღვით შეტანის აკრძალვა, თუმცა მისი ამოქმედება რამდენჯერმე გადაიდო. საბოლოოდ, ის 2022 წლის 5 დეკემბერს შევიდა ძალაში. გამონაკლისი შეეხო ბულგარეთს. ნოემბრის ბოლოს ევროკავშირი შეთანხმდა რუსეთიდან საზღვაო გზით ნავთობროდუქტების იმპორტის შეზღუდვაზეც, რომელიც 5 თებერვლიდან შევიდა ძალაში. გამონაკლისი შეეხო ბულგარეთს, ხორვატიას, ასევე ჩეხეთს.