უკრაინა ფართომასშტაბიან შეტევას ელოდება
უკრაინის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, უკრაინა თებერვალში რუსების მხრიდან შესაძლო ფართომასშტაბიან შეტევებს ელოდება, თუმცა კიევს მოსკოვის შესაკავებლად საკმარისი მარაგი აქვს. მიუხედავად იმისა, მიიღებს თუ არა მანამდე კიევი დასავლურ დახმარებას. საგანგებო ბრიფინგზე ოლექსი რეზნიკოვმა თქვა რომ რუსეთმა შესაძლოა შეტევა სიმბოლურად ომის დაწყების წლისთავზე დაიწყოს.
