ევროკომისიის ანგარიში "იმედის კვირაში" პარლამენტის თავმჯდომარემ და საგარეო საქმეთა მინისტრმა შეაფასეს
ევროკომისიის ანგარიში "იმედის კვირაში" პარლამენტის თავმჯდომარემ და საგარეო საქმეთა მინისტრმა შეაფასეს. მათი განცხადებით, საქართველოს ობიექტური შეფასებით ეკუთვნის კანდიდატის სტატუსი და ევროკომისიის ბოლო დოკუმენტში ასახული მიღწევები დიდი მონაპოვარია. შალვა პაპუაშვილისთვის ანგარიში კიდევ ერთი დასტურია, რომ საქართველოსთან მიმართებით მიღებული იყო უსამართლო გადაწყვეტილება.
