"ნაციონალური მოძრაობის" ყრილობა, კლანებს შორის მორიგი განხეთქილების მიზეზი გახდა
ნიკა მელია, სოციალურ ქსელში, პარტიაში არსებული არაფორმალური მმართველობის შესახებ წერს. ნაციონალური მოძრაობის ყოფილი თავმჯდომარე ყრილობაზე არ იმყოფებოდა. ავტოკრატია, ჩრდილოვანი მმართველობა, სკამსა და ფულზე გაყიდული ღირსება და ფარდის მიღმა მყოფი ადამიანების ნაჩქარევი გადაწყვეტილებების განხორციელება- ასე შეაფასა ნიკა მელიამ პარტიაში გამართული ყრილობა და თქვა რომ გააუქმეს არჩევნების შედეგები და ამომრჩევლის 40%-ზე მეტს პარტიის მართვაში მონაწილეობაზე უარი უთხრეს.
