პარლამენტში საგაზაფხულო სესია იხსნება
პარლამენტში საგაზაფხულო სესია იხსნება. პლენარული სხდომა ხვალ გაიმართება, რომელიც რეგლამენტის გათვალისწინებით საქართველოს ეროვნული ჰიმნით გაიხსენა, შემდეგ კი დეპუტატები პოლიტიკურ განცხადებებს გააკეთებენ. პარლამენტი ევროპული რეკომენდაციების შესრულებას განაგრძობს. დარჩენილია ორი კანონპროექტის მიღება, თუმცა კანონმდებლები ჯერ ვენეციის კომისიის დასკვნას ელოდებიან. პარლამენტმა ასევე უნდა აირჩიოს სახალხო დამცველი, დასამტკიცებელია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრები.
