გარემოს ეროვნული სააგენტო, მოსახლეობას ამინდის გაუარესების შესახებ აფრთხილებს
გარემოს ეროვნული სააგენტო, მოსახლეობას ამინდის გაუარესების შესახებ აფრთხილებს. ორი დღის განმავლობაში ნავარაუდევია ნალექი, მთასა და მაღალ მთაში ძლიერი თოვა, ნისლი და ქარბუქი, ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა, მთიან რეგიონებში ზვავსაშიშროებაა. თბილისის საერთაშორისო აეროპოტრტიდან რამდენიმე მიმართულებით ფრენა უკვე გაუქმდ. თოვისა და დაბალი ტემპერატურის გამო, გზებზე მოსალოდნელ საშიშროებებზე თბილისის მოსახლეობას აფრთხილებს თბილსერვის ჯგუფიც და მოუწოდებს, დედაქალაქის შემოგარენში მოძრაობისას გამოიჩინონ სიფრთხილე, ხოლო იმ მოქალაქეებს, რომელთა ავტომობილებსაც არ აქვთ ზამთრის სეზონის საბურავები, თავი შეიკავონ ავტომანქანით გადაადგილებისაგან.
