„ბორჯღალოსნების“ გამარჯვება და ხელის თხოვნა მოედანზე
რაგბი ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა 2023 წლის პირველი შეხვედრა მოგებით დაიწყო. „ბორჯღალოსნებმა“ გერმანიის ნაკრები ანგარიშით 75-ით 12 დაამარცხეს. საქართველოს ნაკრები თებერვალში კიდევ ორ შეხვედრას ჩაატარებს. 11 თებერვალს ბორჯღალოსნები ნიდერლანდებს შეხვდებიან, 18-ში კი ესპანეთს. თამაშის დასრულების შემდეგ „ბორჯღალოსნების“ მეორე ხაზელმა ნოდარ ჭეიშვილმა, ტელეკომპანია იმედის გადაცემის, სიცრუის დეტექტორის პროდიუსერ ნინუცა არეშიძეს, მატჩის დასრულების შემდგომ მოედანზე ხელი სთხოვა.
