მუქარა სახელმწიფოს წინააღმდეგ
სურს თუ არა ნაციონალურ მოძრაობას ქვეყანაში რევოლუცია? რადიკალების მხრიდან, სამომავლო მიზნებზე საუბრისას, ლექსიკონში გაჩნდა სიტყვა, რომელმაც „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობას საფუძველი 2003 წლიდან დაუდო. მართალია დღეს სხვა მოცემულობაა და მოსახლეობამ რეჟიმს ცხრა წლის შემდეგ უარი უთხრა, მაგრამ ხელისუფლებაში დაბრუნების სურვილი, როგორც ჩანს არ დაუკარგავთ. ეს პერიოდი კარგად ახსოვს გიული ალასანიას, რომელმაც არ დამალა, რომ არსებული რეალობის შესაცვლელად, ყველა გზა უნდა გამოინახოს, რევოლუციები კი ზოგჯერ ამართლებს კიდეც.
