ფიგურული სრიალი საქართველოში
ერთი შეხედვით საქართველოში პოპულარულ სპორტის სახეობათა ჩამონათვალში ფიგურული სრიალი ნამდვილად არ შედის, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ასე სულაც არ არის და ამ ლამაზ სახეობას ჩვენშიც ბევრი ქომაგი და მიმდევარი ჰყავს. ბუნებრივია მიხვდებით, რომ ანასტასია გუბანოვას მიერ საქართველოსთვის ევროპის ჩემპიონის ტიტულის მოპოვებამ, ეს თემა წინ წამოსწია. შეიძლება სურვილი და დაინტერესება დიდია, მაგრამ რამდენად საკმარისი ხელშეწყობა და ბაზაა საქართველოში, ამ მიმართულების გასავითარებლად, ეს არის თემა, რომლითაც დავინტერესდით. ნუცა ტრაპაიძემ, მოგვიმზადა რეპორტაჟი ქართული ფიგურული სრიალის ისტორიის შესახებ.
