სახელმწიფოს მხარდაჭერა მცირე ბიზნესს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო აქტიურად აგრძელებს მცირე ბიზნესის წახალისებას. ერთ-ერთი ასეთი ღონისძიება ბერლინში, სურსათის, სოფლის მეურნეობისა და მებაღეობის მასშტაბური საერთაშორისო გამოფენა, „მწვანე კვირეული 2023" იყო. ქართულ სტენდზე 16-მა კომპანიამ საკუთარი პროდუქცია წარადგინა. გამოფენის მონაწილე ქართული კომპანიების ძირითადი ნაწილი სახელმწიფო პროგრამების ბენეფიციარია. ეს კარგი შესაძლებლობაა ქართული პროდუქტის პოპულარიზაციისთვის და ასევე კარგი შესაძლებლობაა თავად ქართული პროდუქციის განვითარებისთვის. მაღალი ტრიბუნა მაღალ ხარისხს მოითხოვს, რომელსაც ქართულმა პროდუქციამაც ფეხი უნდა აუწყოს. ანუკი ჩხიკვაძე გვიამბობს, ბერლინში გამოფენილი ქართული ნაწარმის შესახებ.
