ევროკომისიის პოზიტიური ანგარიში
ევროკომისიის ანგარიშმა წერტილი დაუსვა სპეკულაციებს, თითქოს საქართველო უკრაინასთან და მოლდოვასთან ერთად კანდიდატის სტატუსს არ იმსახურებდა. მეტიც , ხელისულება აცხადებს, რომ სტატუსს ივნისშიც ვიმსახურებდით და ახლაც ვიმსახურებთ, ამის დასტური კი ის შეფასებებია, რომელიც ორი დღის წინ გამოქვეყნდა. ოპოზიციის ნაწილი ამ შეფასებას აღიარებს, მაგრამ მის დაკნინებას მაინც ცდილობს, იმ არგუმენტით, რომ ეს შეფასება მხოლოდ და მხოლოდ ტექნიკური დოკუმენტია. ანა ბერძენიშვილმა მოისმინა დღეს კიდევ ერთხელ ხელისუფლებისა და ოპოზიციის შეფასებები.
