ლევან კობიაშვილი სფფ-ის პრეზიდენტად მესამედ აირჩიეს
ლევან კობიაშვილი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტად მესამედ აირჩიეს. დღეს გამართულ ფეხბურთის ფედერაციის 33-ე საარჩევნო ყრილობაზე, რომელზეც პრეზიდენტის არჩევნები გაიმართა, კობიაშვილს ხმა 28 დელეგატმა მისცა. კობიაშვილი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის თანამდებობას 2015 წლიდან იკავებს.
