საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიმართვა
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი მოქალაქეებს მოუწოდებს, რეგიონებში არსებული დიდ თოვლობის და ლიპყინულის გამო, გზებზე იმოძრაონ ზამთრისთვის განკუთვნილი შესაბამისი საბურავებით, დაემორჩილონ საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მითითებებს და დაიცვან საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების წესები. ამასთანავე, საპატრულო პოლიციის თანამშრომლები მონიტორინგს უწევენ ავტომობილების ზამთრის საბურავებით გადაადგილებას დაბა წაღვერიდან ბაკურიანი, ცემის მიმართულებით. ზაფხულის საბურავების აღმოჩენის შემთხვევაში, ავტომობილის მძღოლს გადაადგილების საშუალება არ მიეცემა.
