სტიქიისგან მიყენებული ზიანის აღდგენა
სენაკის მუნიციპალიტეტში ძლიერი ქარისგან დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენა აქტიურად მიმდინარეობს. უკვე დასრულდა სტიქიის შედეგად დაზარალებული 318 ოჯახისთვის კომპენსაციის გაცემის პროცესი. პრემიერ მინისტრის განკარგულების შესაბამისად სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებებისთვის და კომპენსაციებისთვის სენაკის მუნიციპალიტეტს მილიონ 788 ათასი ლარი გამოეყო.
