ბრალდება მოლდოვის ყოფილი პრეზიდენტის წინააღმდეგ
მოლდოვის ყოფილი პრეზიდენტის, იგორ დოდონის წინააღმდეგ სისხლის სამართლის კიდევ ერთი საქმე აღძრა. გამოძიება ოფიციალური დოკუმენტების უკანონო დამზადებისა და შენახვის საქმეზე ტარდება, რომელშიც ექს პრეზიდენტი და მისი მეუღლე ფიგურირებენ. ბრალდების მხარის მტკიცებით, იგორ დოდონმა ექიმს დაამზადებინა ყალბი მიმართვა, რომლის მიხედვითაც ექს პრეზიდენტის არა სრულწლოვან შვილს უცხოეთში მკურნალობა სჭირდებოდა და ამის საფუძველზე ქვეყნიდან გასვლის ნებართვა მოითხოვა. დოდონი გასული წლის მაისში სახელმწიფო ღალატის, უკანონოდ გამდიდრების, კორუფციისა და დანაშაულებრივი დაჯგუფების მიერ პოლიტიკური პარტიის დაფინანსების ბრალდებით დააკავეს. თავდაპირველად ის შინა პატიმრობაში იმყოფებოდა, მოგვიანებით სასჯელი ქვეყნიდან გასვლის აკრძალვით შეიცვალა.
