თურქული საქონლის ექსპორტი რუსეთში
თურქულმა კომპანიებმა რუსეთში ათობით მილიონი დოლარის ღირებულების მანქანების, ელექტრო ნაწარმის, სათადარიგო ნაწილებისა და სხვა საქონლის ექსპორტი განახორციელეს. ინფორმაციას „უოლ სთრით ჯორნალი“ავრცელებს. გამოცემის ცნობით, სულ მცირე, 13 თურქულმა კომპანიამ 18. 5 მილიონი დოლარის საქონლის ექსპორტი განახორციელა, მათ შორის პლასტმასის, რეზინის, სატრანსპორტო საშუალებებისა და გენერატორების. პრუდუქცია, სულ მცირე, 10-მა რუსულმა კომპანიამ შეიძინა, რომლებზეც ვაშინგტონს სანქციები აქვს დაწესებული. სანქცირებულ რუსულ კომპანიებს შორის, რომლებიც საქონელს თურქეთიდან იღებდნენ, იყო რუსული კორპორაციის, „ტაქტიკური რაკეტების“ შვილობილი საწარმო, რომელიც რუსეთის ფლოტისთვის შეიარაღების სისტემებს აწარმოებს, ასევე, „პრომ ტექნოლოგია“, რომელიც რუსეთის შეიარაღებული ძალებისთვის იარაღის წარმოების გამო „შავ სიაშია“ შეყვანილი.
