ვითარება უკრაინაში
უკრაინა დონბასში ოკუპანტთა იერიშებს იგერიებს. ყველაზე ცხელ წერტილად კვლავ ბახმუტი რჩება, რომელზეც კონტროლის დამყარებას რუსული ძალები ამ დრომდე უშედეგოდ ცდილობენ. დასავლური მედიის ცნობით, პარტნიორები კიევს ბახმუტიდან ჯარების გამოყვანას ურჩევენ, თუმცა როგორც პრეზიდენტი ზელენსკი აცხადებს, უკრაინა ბახმუტის დათმობას არ აპირებს.
