სააკაშვილის თვითდაზიანება
მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის განზრახ, თვით დაზიანება მმართველი გუნდისთვის იმის დასტურია, რომ მსჯავრდებულ სააკაშვილს კონკრეტული პოლიტიკური ამოცანებისთვის სჭირდება და სასჯელისგან თავის დასაღწევად, საკუთარი ჯანმრთელობით, სპეკულაციებსაც არ ერიდება. რაც შეეხება საკითხს, ვის ეკისრება პასუხისმეგბლობა. მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ მაშინ როდესაც მიხეილ სააკაშვილი მკურნალობასა და კვებაზე უარს აცხადებს, პასუხისმგებლობაც მასზეა. ოპოზიციაში, კი ისევ ამტკიცებენ, რომ პატიმრის მდგომარეობა კრიტიკულია და საზღვარგარეთ გადაყვანას საჭიროებს.
