„ბორჯღალოსნების“ მზადება
საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა, გერმანიის წინააღმდეგ გასამართი რაგბი ევროპის წლის პირველი მატჩის წინ კაპიტნის ვარჯიში, შევარდენის სარაგბო ბაზაზე ჩაატარა. ჩვენი ნაკრების კაპიტნის, მერაბ შარიქაძის, დისკვალიფიკაციის გამო, ლევან მაისაშვილის გუნდს ბექა საღინაძე უხელმძღვანელებს. მატჩი ავჭალის სარაგბო ბაზაზე, ხვალ, 13:00 საათზე დაიწყება და პირდაპირ რეპორტაჟს ტრადიციულად ტელეკომპანია იმედი შემოგთავაზებთ.
