ექვთიმე აღმსარებლის ხსენების დღე
ექვთიმე აღმსარებლის ხსენების დღე განსაკუთრებულად აღინიშნა მის მშობლიურ რაჭაში. ამბროლაურის სალოტბარო სკოლის პედაგოგის ლევან ბერელიძის ინიციატივით დღის განმავლობაში სხვადასხვა ღონისძიებები გაიმართა. ონის და ამბროლაურის სალოტბარო სკოლის მოსწავლეებმა პედაგოგებთან ერთად შეასრულეს ის უძველესი ქართული საგალობლები, რომელიც ექვთიმე კერესელიძემ გადაწერა და გადაარჩინა საბჭოთა ოკუპაციის და დევნის პერიოდში.
