ქართული ღვინის დეგუსტაცია
საქართველო მასპინძლობს ქართული ღვინის საერთაშორისო დეგუსტაციას, სადაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, ამერიკის, ჩინეთის, შვედეთის გავლენიანი გამოცემების საერთაშორისო მედიის წარმომადგენლები, ღვინის კრიტიკოსები, სომელიები ესწრებიან. დეგუსტაციაზე მონაწილეობას იღებენ საქართველოში არსებული როგორც მცირე მარნების, ისე დიდი და საშუალო ღვინის მწარმოებელი კომპანიები.
