ეკონომიკური თანამშრომლობა ლიეტუვასთან
ვილნიუსში საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა და ლიეტუვის ეკონომიკისა და ინოვაციების მინისტრმა ორ მხრივი მთავრობათა შორისი ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიის თანა თავმჯდომარეების რანგში, კომისიის რიგით მესამე სხდომის ოქმს, ხელი მოაწერეს. ოქმში ორ მხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები აისახა. ვიცე პრემიერის ლევან დავითაშვილის განცხადებით, ლიეტუვასთან მთავრობათა შორისო ეკონომიკური კომისიის სხდომა ბოლო 7 წლის განმავლობაში პირველად გაიმართა.
