სასამართლომ ილონ მასკი გაამართლა
ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ „ტესლას“ ინვესტორთა სარჩელთან დაკავშირებით ილონ მასკი გაამართლა. ამის შესახებ „ტესლასა“ და „სპეის იქსის“ დამფუძნებელი მილიარდერი „ტვიტერის“ გვერდზე წერს. კომპანიის ინვესტორებმა მასკს სასამართლოში მას შემდეგ უჩივლეს, რაც მან „ტვიტერზე“ დაწერა, რომ „ტესლას“ აქციების გაყიდვა სურდა. მისმა განცხადებამ აქციების ღირებულების 11%-იანი ზრდა, შემდეგ კი გაუფასურება გამოიწვია, რის გამოც მოსარჩელეებს დიდი ზარალი მიადგათ. მასკმა ჯარიმის სახით 20 მილიონი დოლარი გადაიხადა და „ტესლას“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა.
